02:49 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 15:30:21, 377 ნახვა

პოლიტიკა
“ ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ლეგიტიმაცია“ – საქართველოს ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა

3-4 თებერვალს საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

კონგრესის მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან-ეეკის და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერის შემადგენლობით, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. დელეგაციას თან ახლდება კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი.

"აღსანიშნავია, რომ, ცოტა ხნის წინ, კონგრესის პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიას მოსაზრების მომზადება სთხოვა, ვინაიდან ამ ცვლილებებმა შესაძლოა პროპორციული სისტემის შესუსტებას და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics