|
2025-01-30 15:13:43, 340 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში
ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას მის წარმომადგენლებს უზიარებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი უკვე კარგა ხანია, ძალიან ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს მზია ამაღლობელის საქმეზე. ჩვენ 7-ჯერ ვიყავით მასთან შესულები და ყველა ინფორმაციას, რასაც ვიღებთ პენიტენციური დაწესებულებიდან, ვუზიარებთ მის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრაც ეხებოდა სწორედ ამას. მათ აინტერესებდათ ჩვენ მანდატის ფარგლებში რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მალე მოხდეს ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი მხრიდან განვმარტეთ და გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ ყველა ინფორმაცია იქნება გაზიარებული და ყველა ძალისხმევა გატარებული, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებთან დაკავშირებით პასუხები ამომწურავად იქნეს გაცემული. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა არამარტო ქალბატონი მზიას, არამედ ზოგადად მსჯავრდებულების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოგვმართეს და უყურადღებოდ დავტოვეთ რომელიმე მსჯავრდებული ან ბრალდებული. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველი, მისი აპარატი, მისი მიდგომა არის თანმიმდევრული. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, არის საჯარო და ვუზიარებთ, მხარეებს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ მხარეს ვაწვდით ინფორმაციას და ამას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა იოსელიანმა. სახალხო დამცველის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხარეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. „შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ინფორმაცია რაც გვაქვს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ, ამას გავუზიარებთ მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებს და შემდეგ უკვე ექიმებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის ნორმალური, რა არ არის ნორმალური, რა დამატებითი კვლევები იქნება მოთხოვნილი და ა.შ ეს არაა ის საკითხი, რაზეც მე რამე სამედიცინო ცოდნა მაქვს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მზია ამაღლობელთან შესვლა და ნებისმიერ დროს, როცა იქნება ამის აუცილებლობა, მხარეს ექნება მოთხოვნა, რომ ჩვენი ჩართულობა არის აუცილებელი, შევალთ. კვირის განმავლობაში ადვოკატები შედიან და ნახულობენ მას. ჩვენ თავი არასდროს შეგვიკავებია, მე პირადად ვიყავი მასთან შესული მისი მონახულების მიზნით. ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს საპატიმრო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)