17:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 12:09:41, 499 ნახვა

სამართალი
დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატები ციხის ადმინისტრაციისგან სამედიცინო დოკუმენტაციას ითხოვენ

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორი უკვე 19 დღეა შიმშილობს. ამის პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის მდგომარეობა სტაბილურია.

თუ მალხაზ ურთქმელიძეს დავუჯერებთ, ამაღლობელს ბოლოს 28 იანვარს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და პასუხები დამაკმაყოფილებელია.  დაპატიმრებული ჟურნალისტების ადვოკატები ახლა ციხის ადმინისტრაციისგან  სამედიცინო დოკუმენტაციას ითხოვენ. 

დოკუმენტაცია მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. 

"მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი საქმე პოლიტიკურია. მისი დაკავების პირველივე დღიდან, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. მას დამნაშავედ რაცხავენ. ბოლო დღეების განცხადებებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საქმეც, რა თქმა უნდა პოლიტიკურია, პროკურატურისა და სასამართლოს მიდგომების ჩათვლით"- განაცხადა საიას იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ. 

ადვოკატებმა მოშიმშილე ქალი პატიმარი გუშინ მოინახულეს - მედიამენეჯერი ამბობს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics