05:46 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 15:43:11, 383 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არა, სერბეთის ხელისუფლებას არ მოუმართავს. სერბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი სერბეთთან მეგობრობას აფასებს.

„სერბეთი ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაკავშირებს, ჩვენს მეგობრობას ვაფასებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენს სერბ ძმებს პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვუსურვებთ, რათა მშვიდ განვითარებას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics