|
2025-01-29 15:21:58, 477 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა
ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მან ასევე განმარტა, თუ რატომ დაიხურა დღეს სხდომა ორი მოწმის, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავასა და მისი ყოფილი მოადგილის, დავით გალუაშვილის ნაწილში. კითხვაზე, მოხდება თუ არა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის დროსაც სხდომის დახურვა, პროკურორმა განაცხადა, რომ „წინმსწრებად პოზიციას ვერ დააფიქსირებს“. „სამართლებრივად ეს გაწერილია, სხდომის დახურვა ნაწილობრივ მოხდა, ყველა დახურვას სამართლებრივი საფუძველი აქვს, ის ინდივიდუალურად განიხილება, რომელზეც პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ“,- განაცხადა სადრაძემ. მისივე თქმით, ხაინდრავამ საქმისათვის მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა. „ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ეს. ბუნებრივია, სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე, ამ გარემოებაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ, რადგან სხდომა დახურული იყო. თუმცა, მთავარია შემდეგი, რომ ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა, არამხოლოდ ჩვენებების და განმარტებების კონტექსტში, არამედ დოკუმენტებზე მითითებებით. აქედან გამომდინარე მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ყველა შემხვედრი პოზიცია გააბათილა, რომელიც შეიძლება ბრალდებულს გააჩნდეს“, - განაცხადა სადრაძემ.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)