17:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 14:47:04, 497 ნახვა

სამართალი
ბათუმის სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი - გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics