|
2016-03-06 12:12:53, 743 ნახვა
სამართალი
ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მთავრობის მიერ მისი პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა ისაუბრა. „სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობა კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით როცა მან ბატონ პაპუაშვილს „თანამშრომლობის“ ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა. საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი აღნიშნავს რომ დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო რუსთავი2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ივანიშვილის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაცაა. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა - გარდა იმისა რომ გააღარიბა ხალხი და ანიავებს ჩვენს სუვერენიტეტს - მასიურად ნერგავს მისი მშობლიური რუსეთისთვის დამახასიათებელ ბინძურ მეთოდებს - მასიურ თვალთვალს და შემდეგ ადამიანების შანტაჟს. მან უშიშროების სისტემაში მოიყვანა საბჭოთა კაგებეში ნამუშევარი არაერთი კადრი - რაც თავისთავად უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ივანიშვილს აღნიშნული ბინძური მეთოდები ვერ უშველის. საკუთარ უნიათო და მავნებელ გუნდთან ერთად მას ქართველი ხალხი წელს უნდობლობას გამოუცხადებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს",-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)