05:42 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 15:55:50, 428 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს

მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა კონსილიუმის ფორმირება, რომელიც ყოველდღე საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა, ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ბატონ კაციტაძეს, დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს, სამარცხვინო, უკანონო სასამართლოს, მაგრამ მაინც შევძლოთ და მივმართოთ სასამართლოს და მასზე ბოლომდე განვახორციელოთ საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, დროზე იქნას გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. ასევე პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებების გარეშე თავად შეუძლია, რომ გააკეთოს ეს და მოვუწოდებ, გააკეთოს“, – განაცხადა გვარამიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics