|
2025-01-24 12:39:48, 397 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ტრადიციულად არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა
„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სტრასბურგში მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, სადაც „დიფ სთეითს“ ექნება მცდელობა, რომ საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდოს. „საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ტრადიციულად არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა. საქართველო 26-ე წელიწადია ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროსაბჭოში ჩართულობა და მონაწილეობა, თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული, საერთაშორისო კონკრეტული თანამდებობის პირების, თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პოლიტიკოსების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. განსაკუთრებით, ამას ჰქონდა უპრეცედენტო მოცემულობა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, ევროსაბჭოს რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომლითაც ლიბერალური მიდგომების კონტექსტში კიდევ ერთხელ გამოხატა ძალიან დიდი ვალდებულებები იმ ძალის მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითს“ ეძახის. „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა, ტრამპმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, „დიფ სთეითს“ აქვს სერიოზული გავლენები, თავისი საცეცები ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში წარმომადგენლების მეშვეობით. ამიტომ, მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, იმის მცდელობა იქნება, რომ საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთი ფაქტორი შევახსენოთ. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები უმნიშვნელოვანესია, გახსოვთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ღია, საჯარო წერილით მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ არ ცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ეს არის იმის ანალოგი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-2018 წლებში ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გაგრძელებაა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022-2023 წელებში, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მართავს მოლაპარაკებებს, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, კონკრეტული ქვეყნის დელეგაციებთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)