|
2025-01-23 16:23:28, 541 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია პატიმრობაში რჩება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ამასთან, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურორი ნუგარ ჭიტაძის თქმით, საქმეზე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი იქნებოდა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკებთან ხელი მარტივად მიუწვდება. ამ პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, კაციას პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატი აცხადებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ არის. მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა. „არც ერთ შემთხვევაში... ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ",- განაცხადა კაციამ. ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)