|
2016-03-05 14:01:28, 517 ნახვა
საზოგადოება
სუბარი: სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს
სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა გარდაცვლილი მებრძოლების გადმოსვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება იგეგმება. "ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ, მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ მათი სულებისთვის. დღეიდან ჩვენ გვეცოდინება, სად არიან ისინი დამარხულები. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის და განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში ველოდებით კიდევ 12 ნეშტის იდენთიფიცირებას, რის შემდეგადაც კიდევ 20 მდე ნეშტს ჩაუტარდება სამხარეულის ექსპერტიზა. სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს", - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, მებრძოლების გადმოსვენებაში უდიდესი წვლილი წითელ ჯვარს მიუძღვის. ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)