15:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 11:40:09, 486 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ახალი ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაემუქრა ევროკავშირს სავაჭრო ტარიფებით. "ისინი ძალიან, ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის სამართლიანობის მიღწევის ერთადერთი გზა", - თქვა ტრამპმა , თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რესპუბლიკელმა უკმაყოფილება გამოთქვა სავაჭრო დეფიციტის გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ამერიკული მანქანებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე. მანამდე ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ ნავთობისა და გაზის იმპორტი შეერთებული შტატებიდან.

პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა დააწესა დამატებითი ტარიფები ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რამაც გამოიწვია მწვავე სავაჭრო კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა დააწესა საკუთარი სპეციალური ტარიფები მთელ რიგ ამერიკულ საქონელზე, მათ შორის ვისკის, Harley-Davidson მოტოციკლებისა და Levi Strauss-ის ტანსაცმელზე.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს 1 თებერვლიდან ჩინეთიდან იმპორტზე 10 პროცენტიანი ტარიფების დაწესებას . მან მიზეზად დაასახელა სინთეზური ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის ჩინეთიდან მექსიკიდან და კანადის გავლით შეერთებულ შტატებში კონტრაბანდა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ამერიკელ მოქალაქს კლავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics