|
2025-01-19 16:40:03, 625 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გადადგა
„ჰამასთან“ დაზავების გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, გადადგომის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა. ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა იდეოლოგიური წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულა. მინისტრმა „ჰამასთან“ გარიგება „ტერორიზმის სრულ გამარჯვებად“ შეაფასა. ასევე გადადგნენ ბენ-გვირის თანაპარტიელები – მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეის და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრი იცხაკ ვასერლაუფი. პარტია „ოცმა იეჰუდიტმა“ კი მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, დაბრუნდნენ კოალიციაში, თუ სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ წინააღმდეგ განახლდება და გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ამ პარტიის კოალიციიდან გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს მთავრობაში და ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ალბათობა რჩება, რადგან კოალიციიდან გასვლით სმოტრიჩი იმუქრება. „ჰამასთან“ შეთანხმებას აკრიტიკებდა მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი და პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერი ბეცალელ სმოტრიჩი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)