|
2025-01-19 15:16:53, 1568 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელები აცხადებენ, რომ პოკროვსკში სტაბილური ვითარებაა
უკრაინის არმიის პრესმდივნის განცხადებით, პოკროვსკში ვიტარება "სტაბილურია" და უკრაინის დონეცკის რეგიონის ამ ქალაქში რუსეთის ჯარისკაცები არ იმყოფებიან - იმ ფონზეც, როცა შეტევების სამიზნედ ქცეული ქალაქიდან სწრაფად განხორციელდა ბავშვთა ევაკუაცია. "პოკროვსკში, საკუთრივ ქალაქში, ვითარება არ შეცვლილა. ის სტაბილურია" - თქვა პრესმდივანმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 18 იანვარს, თუმცა აღიარა, რომ რუსეთის არმია, როგორც ჩანს, კვლავაც აპირებს ქალაქის ალყაში მოქცევას. "იქ მტერი არ იმყოფება. ჩვენ უკვე მოგვიწია შეწინააღმდეგება ქსელით გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ თითქოს ისინი ადგილზე ჩავიდნენ. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე" - თქვა ტრეგუბოვმა. რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის ფონზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იუწყებოდნენ, რომ 18 იანვარს ადგილობრივ ხალხს ევაკუაციაში პოლიცია ეხმარებოდა. პოკროვსკში უწინ 60 000 მოსახლე იყო, ამჟამად, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქში მხოლოდ 7000-მდე ადამიანი რჩება. პოკროვსკი ლოგისტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცენტრია და ბოლო თვეებში ის რუსეთის ძალების სამიზნე გახდა. ქალაქის გარშემო არსებული ვითარება ბუნდოვანი რჩება. ვრცელდება ცნობები დიდ დანაკარგებზე ორივე მხარეს, თუმცა მსხვერპლის შესახებ მონაცემებს არც ერთი არმია არ ასაჯაროებს. რუსეთის ძალები პოკროვსკს უკვე რამდენიმე კვირაა უახლოვდებიან, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კრემლმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს ქალაქს გვერდი აუაროს და უკრაინის უფრო სიღრმეში შეეცადოს ტერიტორიის დაკავებას.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)