|
2025-01-19 12:11:04, 526 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი - ჩვენი ძალები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. „დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჰაგარიმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)