|
2016-03-04 17:43:19, 1793 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლა პანსიოში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთერთი ღონისძიების, ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა და ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთ სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში. მემორანდუმის თანახმად ჩტარდება: ა). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების, კერძოდ, ქ.ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება - სკრინინგი პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციები. ბ) ქ.ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკური შემოწმება - სკრინინგი პედიატრის, ოტო–რინო–ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები. გ) პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა. დ) პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. „დაგეგმილი და ჩატარებული სკრინინგის რაოდენობა შეადგენს გამოსაკვლევი კონტინგენტის არანაკლებ 90%-ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) ინფორმაციით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველი–მერვე კლასის ჩათვლით სწავლობს 36 858 მოსწავლე, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგეობების ბაღების გაერთიანების ინფორმაციით რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრიებულია 12 260 აღსაზრდელი (2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით). რეგიონში ღონისძიებით გათვალისწინებულია სულ 462 ვიზიტი, მ.შ. სკოლის-351, ბაღის-111. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)