|
2025-01-19 08:48:10, 426 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი FoxNews-თან - დარწმუნებული ვარ, ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება
ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართველოს მთავრობა] შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების მარცხს ნიშნავს კავკასიის ამ ცენტრალურ რეგიონში. და ეს მხოლოდ კავკასია არაა, ეს შავი ზღვაა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მიზანი ასევე შავი ზღვაა, და რუმინეთში ან მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები ასევე რუსეთის შავი ზღვისთვის ინტერესია. და ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა ასევე აშშ-ის ინტერესებისთვის. დიდი პორტები გვაქვს შავ ზღვაში, რომელიც შეიძლება ჩინეთს გადაეცეს - ეს არის ამ დე ფაქტო მთავრობის გეგმებში. ასე რომ, ეს აშშ-ის, ისევე როგორიც ევროპის, დიდი ინტერესებია, რომლებიც რისკის ქვეშაა ამ რეგიონში… მას [ტრამპს] სწორედ ეს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, სანამ სიტუაცია ღია კრიზისში არ გადაიზარდა. 53 დღის განმავლობაში ქუჩებში გამოდის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ამ მთავრობას, რომელსაც მანდატი არ გააჩნია, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს საქართველო მის ევრო-ატლანტიკურ გზას დააშოროს, და ამისთვის ამერიკის მხარდაჭერა გვჭირდება. და ტრამპმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტად არჩეული იყო და ხვალ პრეზიდენტი იქნება, მითხრა, რომ ის იყო საქართველოში, ის აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება, რომ თქვენი, ამერიკელების, გონებაში იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)