|
2025-01-18 12:40:28, 808 ნახვა
ეკონომიკა
სად ღირს ცხოვრება ყველაზე ძვირი/იაფი და როგორია საქართველოს მაჩვენებელი სტატისტიკაში?
ქვეყნების სიძვირეს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის უძრავი ქონების მაღალი ღირებულება და მოთხოვნა, საცხოვრებლის იჯარის სიძვირე, ცხოვრების მაღალი დონე, მაღალანაზღაურებადი კომპანიებისა და ინდუსტრიების რაოდენობა. ქვეყანაში ცხოვრების სიძვირეს გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები, პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულებაც განაპირობებს. ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე - აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები ხვდება. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი 98.4 -ს აღწევს. ქვეყანაში 46.4 ქულად ფასდება ქირის ინდექსი. სურსათის ღირებულების ინდექსი - 106.3 ქულას, ხოლო რესტორნების და მსყიდველუნარიანობის ინდექსი კი შესაბამისად, 90.5-ს და 72.3 ქულას აღწევს. უკვე წლებია საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს - შვეიცარია. ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯის მუდმივი ზრდა შვეიცარიული ფრანკის სიმყარით და საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულებით აიხსნება. შვეიცარიაში - ცხოვრების ღირებულების ინდექსი - მსგავსად, ვირჯინიის კუნძულების - 98.4 აღწევს. თუმცა ღირებულების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულით, - სურსათის ინდექსი ფასდება, რომელიც 103.1-ს აღწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მაღალია - მსყიდველუნარიანობის მონაცემებიც, რომელიც 2025 წლის მონაცემებით - 159.7 ქულას შეადგენს. ყველაზე ძვირი ქვეყნების მუდმივი წევრია ისლანდია. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 83.4 ქულით არის შეფასებული. ქვეყანა განსაკუთრებით მაღალი ცხოვრების ხარჯებით გამოირჩევა. ისლანდიაში პურის, რძის და სხვა აუცილებელი პროდუქციის ფასები მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე მუშაობს, სურსათის გარკვეული ნაწილი მაინც იმპორტირებულია, ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე ძვირი ჯდება პროდუქტის ტრანსპორტირება, შესაბამისად, ეს პროდუქტზე ფასების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა. ისლანდიას მკაცრი და გრძელი ზამთარი ახასიათებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯები განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის ხარჯი იზრდება. ცხოვრების ღირებულებას ზრდის მაღალი ანაზღაურება და სტაბილური ეკონომიკა, რაც ისლანდიას ნამდვილად ახასიათებს. ქვეყანა ასევე გამოირჩევა უძრავი ქონების სიძვირით. ცხოვრების მაღალი ღირებულებით გამოირჩევა ბაჰამაც, სადაც ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 81.4 ქულას აღწევს. განსხვავებით რეიტინგში არსებული სხვა ქვეყნებისა - ბაჰამაზე - მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ის 58.4 ქულას უტოლდება. ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება, მდებარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების მაღალი ხარჯი, მაღალი გადასახადები, ტურიზმით განპირობებული მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რაც ბაჰამას საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე ძვირ მიმართულებად აქცევს. საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების 5-ეულს სინგაპური ავსებს. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 79.1 ქულით ფასდება. სინგაპური ბოლო 12 წლის მანძილზე ძვირად ღირებული ქვეყნების რეიტინგის სათავეში 10-ჯერ მოექცა, რაც ქვეყანაში პროდუქტებისა და სერვისების მრავალ კატეგორიაზე სტაბილურად მაღალი ფასებით აიხსნება. ამ ქალაქ-სახელმწიფოში როგორც საჯარო, ისე ტრანსპორტის ფასები ყველაზე მაღალია, რადგან მთავრობა ავტომობილების რაოდენობაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. სინგაპურში საკმაოდ ძვირია საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ალკოჰოლი. რაც შეეხება საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგს. იაფი ქვეყნების სიაში პაკისტანს ვხვდებით. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება 17.8 ქულით არის შეფასებული. პაკისტანში იაფია ქირა. მისი ინდექსი სულ რაღაც - 2.9 ქულას აღწევს. პაკისტანში საშუალო ხელფასი დაბალია, ეს კი მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. მოსახლეობას დაბალ ცხოვრების დონეს ინარჩუნებს, რაც შრომის და მომსახურების ხარჯების შემცირებას განაპირობებს. ამასთან, დაბალი შრომის ხარჯები ნიშნავს, რომ პაკისტანში დაბალი ღირებულება აქვს საცხოვრებელს, სურსათს და სხვა აუცილებელ ნივთებს. საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების სიაში ხვდებიან ლიბია და ეგვიპტე. შესაბამისად 18.6 და 19 ქულით. იაფი ქვეყნების ხუთეულს კი ინდოეთი და ავღანეთი ავსებენ. რაც შეეხება საქართველოს, 2025 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით, ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება 30.4 ქულას აღწევს. მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი კი 39.6 ქულად არის შეფასებული.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)