|
2016-03-04 17:08:48, 587 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონის მეფუტკრე კოოპერატივები მეფუტკრეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ
მეფუტკრეობის დარგში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ მეფუტკრე კოოპერატივებს მიეწოდათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მეფუტკრეებს წარუდგინა სახელმწიფო პროგრამა რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გაიცემა სკები, თაფლის საწურები და შესანახი ავზები. პროგრამაში რეგისტრაცია 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, პროექტების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ მეფუტკრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების, ფუტკრის დაავადებებისა და საფუტკრეების მოწყობის თანამედროვე სტანდარტების, ასევე აგროკრედიტისა და ქართული თაფლის საექსპორტო მაჩვენებლების შესახებ. ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია მეფუტკრეებს მეფუტკრეობის ექსპერტმა აკადემიკოსმა ვენერა სტეფანიშვილმა გააცნო. აღნიშნული შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)