17:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 08:13:41, 489 ნახვა

მსოფლიო
კალასი - პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და არაფერი შეცვლილა ბრძოლის ველზე, ამიტომ სანქციების გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საფუძველს. ამის შესახებ მან „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს სჭირდება სანქციები, რადგან ეს არის ბრიუსელის გავლენის ბერკეტი და ამაზე უარის თქმა ძალიან უცნაური იქნებოდა.

„არაფერი შეცვლილა. პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და ბრძოლის ველზე არაფერი შეცვლილა. ამიტომ არ არსებობს სანქციების გაუქმების არანაირი საფუძველი“, – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

კალასმა განმარტა, რომ სანქციების ნაადრევი მოხსნის შემთხვევაში ევროკავშირი გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება.

„არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია ახლა სანქციებზე უარის თქმა“, – აღნიშნა კალასმა.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ევროკავშირის სანქციების გაგრძელების, სანამ ეს საკითხი არ განიხილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics