|
2025-01-17 13:39:13, 464 ნახვა
სამართალი
ცხინვალში ოპოზიციურ აქტივისტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ცხინვალში ოპოზიციურ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრს, ალექსანდრე ქელეხსაევას, საღამოს საათებში, სოციალურ ქსელში ოდნავ ირონიული კომენტარის გამო, რომელიც კომუნალურების ზრდას ეხებოდა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ კომენტარში არც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და არც ე.წ. ხელისუფლება არ იყო ნახსენები. ქელეხსაევის თქმით, კომენტარის დაწერიდან მალევე, ორი უცნობი პირი მის სახლთან გამოჩნდა და იგი მანქანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს. ამის შემდეგ ქელეხსაევი ე.წ. პრეზიდენტის კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც ალან გაგლოევმა მას აჩვენა ამონარიდი მისი დაწერილი კომენტარიდან და განაცხადა, რომ ის „ინფორმაციული ომის“ ნაწილი იყო. ცნობისთვის, 14 იანვარს ალექსანდრე ქელეხსაევმა ფეისბუქზე დაწერა, რომ შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან გაგლოევს და მიიღო გარანტიები, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ არ სურს მათი დასჯა კანონის სრული სიმკაცრით და გამოაქვს განცხადება პროკურატურიდან. ქელეხსაევი აღნიშნავს, რომ ისინი „მოგვარდნენ“ და მსგავსი ინციდენტები მომავალში არ განმეორდება. კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მოხდა კონსტანტინე პლიევის მიმართ, რომელიც დე ფაქტო პარლამენტში ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატია. გავრცელებული ინფორმაციით, პლიევს, რომელიც კონფლიქტის დროს ხალხს აშველებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. მმართველი პარტიის „ნიხასის“ წარმომადგენლები. პლიევი აცხადებდა, რომ მისი დაზიანება პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო, რადგან იგი მხოლოდ აშველებდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს. თუმცა, როგორც საუბრობენ სოციალურ ქსელებში, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები. პლიევს და მის ოჯახს დაემუქრნენ ფიზიკური ძალადობით, თუ ამ ფაქტს გაასაჯაროებდნენ. საბოლოოდ, მომხდარი მაინც გახდა საჯარო და როგორც საუბრობენ პლიევი იძულებული გახდა, გამოექვეყნებინა ,,დამამშვიდებელი ტექსტი“, რომელიც არავინ დაიჯერა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქელეხსაევის მსგავსად, პლიევიც მიიყვანეს გაგლოევის კაბინეტში. სოციალურ ქსელებში ხალხი შეშფოთებას გამოთქვამს, ერთმანეთთან აკავშირებენ პლიევის და ქელეხსაევის წინააღმდეგ მომხდარ ფაქტებს და წერენ, რომ ე.წ. რესპუბლიკის მთავრობამ ღიად დაიწყო რეპრესიები. ქელეხსაევის და პლიევის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ე.წ. ოპოზიციური პარტიების მხრიდან. აცამატ ბიბილოვმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, მკაცრად დაგმო ძალადობა და გაიხსენა წინა შემთხვევები, როდესაც ამგვარი ინციდენტები სხვა პირების მიმართაც იყო განხორციელებული, მათ შორის ყოფილი პროკურორის, ალან კულუმბეგოვის წინააღმდეგ. ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პატივი უნდა სცეს მოქალაქეების უფლებებს, რომელიც დაცულია ე.წ კონსტიტუციით.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)