|
2015-02-16 10:03:29, 1207 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ამხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის, მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით თბილისსა და რუსთავში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებიდან, სამსახურებრივი საჭიროების მოტივით, თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, მოახდინა მათი რეალიზაცია და აღებული თანხა მიისაკუთრა. აღნიშნული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. „მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)