08:50 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 03:56:11, 557 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის პარლამენტმა კონსტიტუციაში „ორი სქესის“ შეტანის წინადადება უარყო

ლატვიის პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ უარყო ოპოზიციური პარტია „ლატვია უპირველესად“-ის წინადადება კონსტიტუციის შესავალში შესწორების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

შეთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში დებულების შეტანას, რომლის თანახმად, „სახელმწიფო აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი, და არ წაახალისებს ან მხარს არ უჭერს ხელოვნურად შექმნილი სქესების დაკანონებას“.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში ტერმინი „სქესი“ გამოყენებულია ტერმინ „გენდერის“ სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება.

პარტია „ლატვია უპირველესად“-ის ლიდერის, აინარ შლესერსის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში უკვე აღნიშნულია, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, „აღმოჩნდა, რომ ქორწინება ერთია, ოჯახი კი - სულ სხვა“.

ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს, რომ არსებობს ორი სქესი და „ყველას მივცეთ საშუალება, თავი ისე იგრძნოს, როგორც უნდა, და არავის საქმე არ არის, რა ხდება გასახდელებსა და ტუალეტებში“. შლესერსის განცხადებით, „მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ არსებობს 2 სქესი და არა 150“.

კოალიცია „ახალი ერთობის" წევრმა, აგნესე კრასტამ დეპუტატებს მოუწოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი საარჩევნო კამპანიაში არ გამოიყენონ და საზოგადოება წარმოსახვითი პრობლემებით არ შეაშინონ.

შლესერსის პარტიის ინიციატივის საპარლამენტო კომიტეტებისთვის გადაცემას მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 43, ერთმა თავი შეიკავა. ამიტომ, „ლატვია უპირველესად“-ის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics