|
2025-01-16 15:51:49, 370 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - რა წერია აშშ-ის კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში
ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი". აქტით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, იკრძალება აღიარება და ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული პირი. "არ ცნოს და ურთიერთობის ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პირი, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო". "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის თანახმად, აშშ აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა ხელისუფლებების მიერ საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას და ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მოკავშირეები, აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სავალდებულო პირველადი და მეორადი სანქციების ჩათვლით. აქტით სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. კანონპროექტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. აქტის მიხედვით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რაც უნდა დაადასტუროს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ, ამის შემდეგ ეს პოლიტიკა შესაძლოა პრეზიდენტმა გააუქმოს. „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)