18:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 14:07:35, 411 ნახვა

პოლიტიკა
ბერდია სიჭინავა - შერატონისგან გახარიაზე თავდასხმის კადრების ჩვენთვის გადმოცემას ვითხოვთ

პარტია გახარია-საქართველოსთვის სასტუმრო შერატონისგან ითხოვს, რომ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები მათ გადასცენ. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

"საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა უნდობლობას აჩენს და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დეფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.

ამიტომ, სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, გადარჩენას ცდილობს.
რეჟიმის მარცხი გარდაუვალი იქნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს!". - თქვა სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics