|
2025-01-15 12:56:03, 397 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე
სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობას არ აქვს ლეგიტიმაცია და საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)