20:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 13:07:28, 396 ნახვა

პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.

„რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით "ქართულ ოცნების" ეგრეთ წოდებულ "გაპრავებას" დაიწყებს - არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

კონგრესმენ უილსონთან ისევე, როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც სამწუხაროდ "ქართული ოცნება" ავრცელებს თავის ამომრჩეველში არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics