|
2025-01-15 12:43:54, 379 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი
როგორც ჩანს, დაქირავებული ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერ გიორგი გახარიაზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტი და ამით ძალის დემონსტრირებას ცდილობენ. ვაშაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიეცემა. „ეს არის სისტემური ძალადობა. სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას. ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს შემთხვევაზე, მაგალითად, მე თავს დამესხა დაქირავებული, გაუგებარი ადამიანი ე.წ. ატვიორკით და ახლა უკვე, როგორც ჩანს, ეს ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ცდილობენ, ამით რამენაირად ძალა აჩვენონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემურია დანაშაული და სისტემურია ძალადობა, რომელიც ხდება და ამას ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. აქამდე თუ დაქირავებულ ადამიანებს უშვებდნენ ჩვენზე თავდასასხმელად, ახლა უკვე თვითონ პარლამენტარები და პოლიტიკოსები გადავიდნენ ამ ქმედებაზე. პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა ყველა, ოღონდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თორემ არაფერი გამოძიება ახლა არ ჩატარდება. ჩემზე თავდამსხმელი (რომელიც ეს არის მკვლელობის მცდელობის მუხლი), დაასაჩუქრეს მანქანით, არა თუ გამოიძიეს რამე,“ - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)