20:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 12:32:13, 415 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით კიევში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მოგზაურობით ვაჩვენო, რომ ვაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს წევრი უდიდესი ქვეყანა ევროპაში, უკრაინის მხარეს დგას და არა მარტო, არამედ ხუთ ქვეყანასთან და ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

ბორის პისტორიუსმა გუშინ ვარშავაში პოლონელ, ფრანგ, იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრაზე კიევისთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა. გერმანია ოთხ ევროპელ პარტნიორთან ერთად უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაზრდას გეგმავს.

„თუ იქნება ფული, თუ იქნება იარაღის წარმოების შესაძლებლობა, მაშინ უკრაინა თავად შეძლებს თავის ჯარებს საბრძოლო მასალები და იარაღი ყველაზე სწრაფად მიაწოდოს“, - განაცხადა პისტორიუსმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics