10:49 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 13:45:14, 439 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან რკინის ღობის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო გადაიდო

პარლამენტთან აღმართული რკინის ღობის დაზიანებაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. სხდომა 20 იანვრისთვის ჩაინიშნა.

მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობისთვის დრო მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს, ე.წ რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. 

აღსანიშნავია, რკინის ღობის "ზარალი" ჯერ კიდევ ივლისშია ანაზღაურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics