10:49 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 10:57:05, 390 ნახვა

სამართალი
DRC - “ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ მწვავე რეპრესიული პოლიტიკით უპირისპირდება

დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2025 წლის 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. 

ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს პირადი თავისუფლების უფლება. ადამიანის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად და დაკავება არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. 

დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტთა დაკავება თვითნებურად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა. 

,,თითქმის არც ერთ შემთხვევაში, სახეზე არ იყო დაკავების კანონიერი საფუძველი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია - მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებებიც. ადვოკატებს კვლავ შეექმნათ  დაკავებულებთან კომუნიკაციის ბარიერი - ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა (საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკის გზით), ცხადყოფს, რომ ,,ქართული ოცნების" მთავარ მიზანს ადამიანებში შიშის დანერგვა და ქვეყანაში  თავისუფალი სიტყვის/განსხვავებული აზრის გაქრობა წარმოადგენს"- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics