|
2025-01-08 21:27:56, 578 ნახვა
პოლიტიკა
43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი მთავრობებს მოუწოდებს, მოითხოვონ საქართველოში სამართლიანი არჩევნები
აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომელსაც 43 ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი აწერს ხელს. ისინი მოუწოდებენ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მსოფლიოში, თავი შეიკავონ "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმთან" მაღალი დონის შეხვედრებისგან მანამ, სანამ იგი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. "ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და არ აღიარონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ გაატარონ საერთო პოლიტიკა, რათა არ გაიმართოს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ, დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ისეთ ახალ არჩევნებს, რომელიც სათანადო დაკვირვების ქვეშ ჩატარდება. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთო სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმის, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს", - წერია საერთო განცხადებაში. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა იგნორირება ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების "ლეგიტიმური შეშფოთებისა", რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა, "დანიშნა ერთპარტიული პარლამენტი და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი". "მათ სისასტიკით უპასუხეს ასიათასობით მომიტინგის საპროტესტო აქციებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)