19:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 12:18:08, 490 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანეთის ელჩი - განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. 

„შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” - აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.

შეგახსენებთ, ხანძარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვი ემხსვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics