|
2016-03-02 18:50:04, 695 ნახვა
სამართალი
ახვლედიანი: სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა და გამოსცეს განჩინება, რომელიც ახალი თავმჯდომარის დანიშვნას შეაჩერებს
კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მამუკა ახვლედიანის შემცვლელის დანიშვნის უფლების დროებით შეჩერება მოითხოვეს. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სამართლებრივად, ერთადერთი სწორი გზაა, რომ სასამართლომ გამოსცეს განჩინება, რომელიც ახალი თავმჯდომარის დანიშვნას შეაჩერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახვლედიანის განმარტებით, მისი უფლება დაირღვევა: "სამართლებრივად, მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რაც მოვითხოვეთ, ალტერნატივა არ აქვს ელემენტარული მიზეზების გამო, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში თუკი დაინიშნება, ვეღარ მოხდება ჩემი აღდგენა ამ თანამდებობაზე და შესაბამისად, ჩემი უფლება იქნება დარღვეული. ერთადერთი რაც შეიძლება სამართლებრივად სწორი გზა იყოს, ეს არის, რომ სასამართლომ გამოსცეს განჩინება, რომელიც შეაჩერებს ახალი თავმჯდომარის დანიშვნას. ეს ორჯერ ორი ოთხია. აქ არ არის არავითარი კითხვის ნიშანი სამართლებრივად. დაველოდოთ რა იქნება, თუმცა სხვა ალტერნატივა ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სასამართლო ხელმძღვანელობის გარეშე არ რჩება. მენეჯმენტში ოთხივე კოლეგიის თავმჯდონარე იქნება ჩართული და შესაბამისად, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელს მაქსიმუმ 10 დღეში შიტანს: "მაქსიმუმ 10 დღიან ვადაში ჩვენ შევიტანთ სარჩელს, შესაძლოა, უფრო ადრეც. ვნახოთ, რა პასუხი იქნება სასამართლოდან უზრუნველყოფის ღონისძიებებზე", - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)