|
2016-03-02 16:41:37, 3096 ნახვა
Lifestyle
წულუკიანი ბობოხიძეს: ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს პასუხობს. მინისტრი პარლამენტში აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ. „მშენებლობა დასრულდა“ გარედან რომ შეხედა ნაციონალის გამჭრიახე თვალმა, შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო. ობიექტი კი არ დასრულებულა. რასაც მე ვეძახი დასრულებას, თვარა აბა თქვენ რასაც ეძახით დასრულებას კი ვიცი - დღესაც ვასწორებ შენი რჩეული, შენი ნაფერები და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული იუსტიციის მინისტრის ნაშენებ-ნაფერებ-ნარუდუნებ თბილისის იუსტიციის სახლის გაგრილება-კონდიცირება-სახურავ-სანიაღვრე-პარკინგებს. ისე, ჩემებმა შანიძნებში იციან და მეც გამოვიყენებ ამ გამოთქმას - ნეტაი, იმის ტურა მქნა და გამაგებინა, შენი ნაფერები და კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ (ხელფასს ვინ დაეძებდა), მაშინ რამე თქვი, კაკო? არა?! ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო! ჰოდა, რაკი ობიექტი ჯერ არ ჩაბარებულა და შესაბამისად არ დასრულებულა, სერვისების განვითარების სააგენტო (ეს რომელია, იცი, აი, ვაშაძე რომ იყო უფროსი, ის) ვერ გადაუხდის სამშენებლო კომპანიას დარჩენილ თანხას. მიღება-ჩაბარება ხომ იცი, აი ის უნდა გაფორმდეს. როდის გაფორმდება? როცა დავინახავ, რომ დასრულდა. მე რასაც დასრულებას ვეძახი, თვარა, შენი ჭირიმე, წვიმა რომ სახურავიდან მილში კი არ მიდის, კედელზე ჩამოდის და ჩამოწანწკარდება და შტეფსელიდან კომპიუტერს რომ გამორთავ და შტეფსელიც კედლიდან გამოდის და სახლში მოგყვება, ეს დასრულება არ არის, კაკო. ჰა, კაკო? თუმცა, ამ დარჩენილი თანხის მიუხედავადაც შეუძლია სამშენებლო კომპანიას, რომ თავის მუშებს ხელფასი ჩაურიცხოს. 296.825 ლარი მაქვს ჩარიცხული და როგორ ვერ მონახა საკუთარი მუშისთვის გადასახდელი ხელფასი? 10.025 ლარი დამრჩა ჩასარიცხი და იმას რომ გამოასწორებს, რაც ზევით წერია, მერე გადავუხდი, კაკო. მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც). ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო. ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო. ბავშვმაც თუ გიცის, ეს მაინტერესებს“, - წერს თეა წულუკიანი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)