|
2024-12-28 13:50:53, 424 ნახვა
პოლიტიკა
მიხალ ვავრიკიევიჩი - „სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“
პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა, რომელიც საქართველოში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა რუსულ გავლენებს არჩევნებში. მისი თქმით არჩევნების მოპარვა, გაყალბება რუსეთის გავლენით მოხდა. „ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა. ევროპარლამენტარის განცხადებით აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება. „ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)