|
2024-12-27 11:12:14, 382 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - “შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ცესკოს განცხადებას გამოეხმაურა. “დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა. ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მუდმივად ვერ.” - წერს წითლიძე. მისივე თქმით ნაციონალურ მოძრაობას სიები ჩახსნილიაქვს და პარლამენტში არ შედიან. „ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარალმენტში შევა სიის გასული დეპუტატების ნახევარი - და არანაკლებ ნახევრისა. ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუა არ შევიდა დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად გავიდა ერთი თვე პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის.“ შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. მოგვიამებით, "კოალიცია ცვილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაფინანსენის მიღების საკითხზე სხვა ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)