22:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 10:54:03, 433 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელკებს.

მერიის ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში,  იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

„იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება „საკურას ყვავილობის ფესტივალი“, ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics