15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 20:45:08, 496 ნახვა

საზოგადოება
ნინო ჟვანია - ანრი უნიჭიერესი პიანისტია, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული - ახლა კი 2 თვით ციხეში უნდა დარჩეს

მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა,- ამის შესახებ მუსიკოსი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, ანრი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

"მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა!

ანრი უნიჭიერესი პიანისტია, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული! მე ვიჯექი მისაღები გამოცდის კომისიაში, როდესაც კომისიის ხუთივე წევრმა მას უმაღლესი ქულა დავუწერეთ! ახლა კი ანრი 2 თვით ციხეში უნდა დარჩეს! 

ჩემთვის მიუღებელია ხუთივეს წინასწარი პატიმრობა, მაგრამ ახლა ამ მოვლენამ ძალიან პირადი ხასიათი მიიღო! მოვითხოვ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ხუთივე დაკავებული! ის ხომ მაინც იყო შესაძლებელი, რომ მათ გირაო შეფარდებოდათ?! სადამდე მოვედით?! მეტი რა დავწერო, არ ვიცი!", - წერს ნინო ჟვანია და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, სასამართლომ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისინი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ძალადობას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics