03:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 15:17:30, 476 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია

დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება უკანონო და არალეგიტიმურია“. 

„დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ.  არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო და არალეგიტიმური. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხალხის ნებით არჩეული პარლამენტი და ჰქონდეს დემოკრატიული მმართველობა. ამის ერთადერთი გზა კი ახალი არჩევნებია. ბრძოლა გრძელდება, არ ვიღლებით და არ ვიშლებით გამარჯვებამდე!“- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics