|
2024-12-08 03:00:55, 527 ნახვა
პოლიტიკა
მთავარი არხი: საჭიროა ქმედება ქართული საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად
ტელეკომპანია მთავარი განცხადებით ეხმაურება ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე ივანიშვილის ტიტუშკების მიერ თავდასხმად და წერს, რომ რეჟიმმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ და სახიფათო დონემდე აიყვანა. ივანიშვილის რეჟიმმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ, სახიფათო დონეზე გადაიყვანა და ღიად გამოუცხადა ომი ყველა კრიტიკულ ხმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სერიული თავდასხმების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, მოიცავს დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შენობებზე ფიზიკურ შეტევას და იმ პლატფორმების განადგურებას, რომლებიც მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ და ამით აძლიერებენ საზოგადოებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გადავიდნენ შეშფოთების განცხადებების გავრცელებისგან უშუალო ქმედებებზე. უბრალოდ სიტყვების დრო გავიდა. საჭიროა ქმედება ქართული საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად, რომელიც არის უკანასკნელი ბასტიონი ხალხის ინტერესებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ტერორი უნდა შეწყდეს. ახლა, საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხი დამოკიდებულია თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მომხრეთა დაუყოვნებელ ქმედით რეაგირებაზე." - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)