16:43 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 17:30:41, 381 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„კადეტთა კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ დავიწყეთ სრული განახლება. მოგვიწია შენობის ერთი ფლიგელის დემონტაჟი, რადგან არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. აქ ასამდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. მომავალი წლისთვის მთლიანად დავამთავრებთ კეთილმოწყობის სამუშაოებს, ასევე გამწვანდება და მოწესრიგდება ეზო. რაც მთავარია, აქ მცხოვრებ ადამიანებს დაუბრუნდებათ გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ალამაზებს დედაქალაქს, უნდა  შენარჩუნებულიყო“,- განაცხადა კალაძემ.

ადგილზე ასევე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.

ე.წ. კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, პროექტი კი ძველი იერსახის შენარჩუნებით, შენობის აღდგენას, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მის ნაცვლად, მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. დასრულებულია ასევე, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციული გამაგრება. 

ამ ეტაპზე მიმდინარებს შენობის ნაწილზე შიდა სარემონტო, ხოლო ლაღიძის ქუჩის მხარეს მდებარე ფლიგელში ფასადის ლესვის  სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება შენობის ნაწილის სადემონტაჟო, კონსტრუქციული გამაგრების, მიშენების ნაწილში კი, მიწის სამუშაოები.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 27 048 791 ლარს შეადგენს, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. პროექტი 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Miami Ad School ახალ ლოკაციაზე - საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics