08:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 12:47:13, 423 ნახვა

პოლიტიკა
ცუცქირიძე - სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდა მომიტინგეებზე ძალადობდნენ

სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდა მომიტინგეებზე ძალადობდნენ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი სახელმწიფო საკუთარი დეზინფორმაციის სამსახურში ჩააყენა.

„მოვითხოთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე. ყველამ ვნახეთ ფიზიკური ძალადობის კადრები, შემზარავი ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში. ის ხალხი ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი სახელმწიფო ჩააყენა საკუთარ დეზინფორმაციის სამსახურში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში შევარდა, ჩხრეკა, ადამიანები დააკავა. ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დააჯერონ იმაში, რომ თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, რაღაც შეთქმულება, ოფისებიდან იმართება პროტესტები, რომელთა მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება. ეს ასე არ არის. ვინც ძალადობს ყველამ კარგად ვნახეთ იმ ვიდეოებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics