|
2024-12-05 14:36:18, 372 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ ძალადობის იარაღი, ძალადობა მაშინვე დასრულდა
ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „როცა არ იყო ძალადობა ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებში პოლიცია შევიდა. გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)