07:07 - 23 May, 2026
|
2024-12-05 09:26:11, 381 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულებულია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. უფრო ადრე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სპეციალური დანიშნულების რაზმმა. საპოლიციო ძალებიც გავიდნენ თავისუფლების მოედნიდან და პერიმეტრიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც. აქციაზე ვითარება წინა დღეებთან შედარებით მშვიდი იყო, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იშვიათად ხდებოდა. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-7 დღეა მიმდინარეობს. პროტესტმა თბილისი და ქვეყნის არაერთი ქალაქი და მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)