|
2016-03-01 12:20:52, 930 ნახვა
სამართალი
ძიძას, რომელმაც მოსკოვში ბავშვს თავი მოაჭრა ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა
მოსკოვში 4 წლის გოგონას მკლელობაში ბრალდებული ძიძა დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გულჩეხრა ბობოკულოვამ აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, მოკლული ბავშვის სახლში ბრალდებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. პირველადი შედეგებით დადგინდა, რომ ბავშვის მკვლელობის მიზეზი ძიძის ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ქმართან კონფლიქტის შედეგად წარმოიშვა. მშობლების თქმით, ძიძა 1 წლის განმავლობაში მუშაობდა ოჯახში და მასთან პრეტენზიები არასდროს ჰქონიათ, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრალდებულს ქმართან პრობლემები ჰქონდა და საკმაოდ გაღიზიანებული იყო. შეგახსენებთ, გუშინ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სახანძრომ, ცეცხლის ჩაქრობისას, ერთ-ერთ ბინაში ბავშვის ცხედარი იპოვა, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი. მალევე სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოკვეთილი თავი ეჭირა. ქალი მეტროში, ალაჰ აკბარს ყვიროდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)