12:32 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 12:50:19, 338 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას ალექსანდრე კუტიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კუტიბაშვილის კანდიდატურა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წარადგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„იგი პროფესიით ეკომონისტია. 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მანამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორად, წლების განმავლობაში კი ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ასევე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ალექსანდრეს მინდა, ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევების, პრობლემებისა და ყველა სხვა ბარიერის გადალახვას, რომლებიც დღეს დედაქალაქში არსებობს“,- განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics