13:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 18:25:03, 370 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ

ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში რადგანაც ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ისინი ადამიანებს აბულინგებენ.

„რას არ კადრულობენ, როგორ არ აბულინგებენ ადამიანებს, წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ, ისეთ პასუხებს იღებენ, რომ მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ, ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ, პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ, თუ მათ უნდათ რომ  ამ ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ვწერთ, მაგრამ არა -  მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია. ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არც ერთი, თავის სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება“, -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics