|
2015-02-14 10:55:20, 1279 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შსს-ს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და შესაბამისი შეფასებები გააკეთეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს და კვლავ შეინიშნება კლების აშკარა ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნის-დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების 90%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა. მიღწეული შედეგების ფონზე, შეხვედრაზე კომისიის წევრების მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათშორისი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმატებაზე. ცნობისთვის, კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)