09:12 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 18:38:01, 369 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს კრიმინალია

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ესეც ისტერიკის გაგრძელებაა.

„ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად, უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია. უბრალოდ ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics